ნოკიასთან პარტნიორობა და 2026 წლის გეგმები

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ნოკიასთან პარტნიორობა და 2026 წლის გეგმები

Cellfie-ში განვაგრძობთ ქსელის მასშტაბურ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. უმთავრესი სიახლე, რომელიც ჩვენი ქსელის განვითარების ახალ ეტაპს განსაზღვრავს, ტექნოლოგიურ გიგანტთან - Nokia-სთან გაფორმებული ახალი კონტრაქტია.

 

2026 წელს, სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში 400-მდე ახალ საბაზო სადგურს დავამატებთ, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჩვენს დაფარვასა და მომსახურების ხარისხს.



რას გულისხმობს ეს მოხმარებლებისთვის?

ჩვენ განვაგრძობთ ქსელის განახლებას, რაც ნიშნავს რომ ჩვენი მომხმარებლები მიიღებენ ახალ, კიდევ უფრო სტაბილურ და სწრაფ ციფრულ გამოცდილებას მთელი ქვეყნის მასშტაბით:

 

  • ინტერნეტის სიჩქარე: ინტერნეტის სიჩქარე, რომელიც წელს 25%-ით გაიზარდა, კიდევ უფრო გაიზრდება
  • ქსელის გამტარუნარიანობა: მას შემდეგ, რაც წელს გამტარუნარიანობა 32%-ით უკვე გავაუმჯობესეთ, ახალი სადგურები ქსელს კიდევ უფრო მძლავრს გახდის.
  • დაფარვის ზონა: საქართველოს მასშტაბით ჩვენი დაფარვის არეალი კიდევ უფრო მასშტაბური და ხელმისაწვდომი გახდება.

"ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა კუთხეში ხელმისაწვდომი იყოს უმაღლესი ხარისხის ინტერნეტი. ნოკიასთან თანამშრომლობა ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გარანტია."

 

 

სასარგებლო ლინკები:

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა