განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე
MyCellfie საჩუქრები გელოდება!
გახსნა

მედიაცენტრი

განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

 

“სელფი მობაილი” აგრძელებს ქსელის უწყვეთ განახლებას, რათა გაზრდილი მოხმარების პირობებშიც სწრაფი და ხარისხიანი კავშირი გქონდეს.

 

ივლისში „სელფის“ ქსელს 5 საბაზო სადგური დაემატა - თბილისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში. Ამასთან, უკვე არსებული სადგურები 92 ლოკაციაზე გაძლიერდა - მოდერნიზაცია ჩატარდა თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, კოპიტნარსა და აჭარის

დასახლებებში. შედეგად:

 

  • მთელი ქსელის მასშტაბით 5G-ით ფაილების ატვირთვის სიჩქარე თითქმის 16%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოტოების, ვიდეოების და სხვა დიდი მოცულობის ფაილების გაზიარება გაცილებით უფრო სწრაფად შეგიძლია;
  • თბილისში გაიზრდა ინტერნეტით ფაილების ჩამოტვირთვის და ატვირთვის სიჩქარე, მათ შორის 5G-ით ატვირთვის სიჩქარე 17.4%-ით გაიზარდა;
  • რუსთავში ქსელის რეაგირების დრო თითქმის მეოთხედით, 24%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G ინტერნეტით ატვირთვის სიჩქარე თითქმის 15%-ით გაიზარდა;
  • ბათუმში 4G ქსელის რეაგირების დრო 15.3%-ით გაუმჯობესდა, ხოლო 5G-ით ატვირთვის საშუალო სიჩქარე გაორმაგდა;
  • 4G ქსელმა, მაის–ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, 7.2%-ით მეტი ინტერნეტ ტრაფიკი გაატარა და მოემსახურა 4.4%ით მეტ აქტიურ მომხმარებელს. გაზრდილი დატვირთვის მიუხედავად, ქსელის მასშტაბით ხარისხი იყო სტაბილური, ხოლო არაერთ ქალაქსა და რეგიონში - გაუმჯობესდა;
  • Ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ზრდა გვაქვს გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქუთაისში, აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და იმერეთში;
  • აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში 5G-ით ფაილების ჩამოტვირთვის სიჩქარის ყველაზე მაღალი ზრდა იყო.

 

"სელფი” უწყვეტად მუშაობს ქსელის გაუმჯობესებაზე, რომ ყოველდღე კიდევ უფრო სანდო და სტაბილური კავშირი გქონდეს.