გათამაშების რეგლამენტი
შპს “სელფი მობაილ”-ის წამახალისებელი გათამაშების პირობები (რეგლამენტი)
1. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის რეკვიზიტები და მოკლე ინფორმაცია:
შპს „სელფი მობაილ“ (შემდგომში ასევე მოხსენიებული როგორც “სელფი)
საიდენტიფიკაციო კოდი: 204450584;
იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, ბამბის რიგი #8;
კომპანიის დაფუძნების თარიღი: 2003 წლის 19 ნოემბერი;
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: მობილური საკომუნიკაციო მომსახურება
2. შპს „სელფი მობაილ”-ის მომსახურებების ჩამონათვალი:
შპს „სელფი მობაილ“-ი აბონენტებს უწევს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას.
3. შპს „სელფი მობაილ”-ის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მიზანი და მიზეზი
შპს „სელფი მობაილ“-ის მიერ წამახალისებელი გათამაშების ორგანიზების მიზანი და მიზეზია „სელფი“ ბრენდით მიწოდებული მომსახურებების პოპულარიზაცია, მათი მოხმარების წახალისება და საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა. გათამაშების მოწყობა ასევე მიზნად ისახავს მომხმარებელთა (აბონენტთა) ჩართულობისა და აქტივობის სტიმულირებას, მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას და კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისების მიმართ ინტერესის გაძლიერებას.
4. შპს სელფი მობაილის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება
- გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ შპს „სელფი მობაილ“-ის ფიზიკურ პირს საცალო და კორპორატიულ აბონენტებს.
- გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ შპს “სელფი მობაილ”-ის თანამშრომლებს.
5. შპს სელფი მობაილის გათამაშებაში მონაწილეობი წესი და პირობები
შპს “სელფი მობაილ”-ს წამახალისებელი გათამაშება გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით. სელფის გათამაშებაში აბონენტები ავტომატურად არ ჩაერთვებიან. ამისათვის მათ უნდა გამოხატონ შესაბამისი თანხმობა: ა) აკრიფონ USSD კოდი (*2525#); ბ) ჩაერთონ გათამაშებაში სელფის აპლიკაციის მეშვეობით, გ) სელფის ქოლ-ცენტრში დარეკვისას შესაბამისი ღილაკის აკრეფის მეშვეობით ჩაერთონ გათამაშებაში. აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაგროვილი ბილეთების რაოდენობა გადაამოწმონ USSD კოდით *2525*1# ან სელფის აპლიკაციაში. აბონენტი გათამაშებაში ჩართვის შემდეგ, ვერ განაცხადებს უარს მასში მონაწილეობის მიღებაზე.
აბონენტის წამახალისებელ გათამაშებაში ჩართვის შემდგომ, გარდა სელფის აპლიკაციის (MyCellfe) მეშვეობით ბალანსის შევსებისას, ბალანსის ყოველ ერთჯერადად შევსებულ 5 ლარზე აბონენტი იღებს 1 გათამაშების ბილეთს (თუ აბონენტი ერთიანად ჩატვირთავს 5 ლარს – მიიღებს ერთ ბილეთს, თუ ჩატვირთავს 7 ლარს – მიიღებს 1 ბილეთს, თუ ჩატვირთავს 10 ლარს – მიიღებს 2 ბილეთს), რომელიც მას რეალურად არ გადაეცემა, მაგრამ ჩავარდება “სელფი”-ს მონაცემთა ბაზაში. ზოგიერთი საგადახდო არხიდან მობილურ ბალანსზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, აბონენტებს შესაძლოა მოეჭრათ საგადახდო მომსახურების საკომისიოს თანხა, ამ დროს აბონენტს ბილეთი გადაეცემა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საკომისიოს ჩათვლით ყოველ შეტანილ 5 ლარზე, ამ რეგლამენტის პირობების შესაბამისად.
ბილეთების დაგროვება არ მოხდება ბალანსზე თანხის აკუმულირების შემთხვევაში, (მაგალითად, თუ აბონენტს ბალანსზე აქვს 2 ლარი და ბალანსი შეავსო 3 ლარით, ამ შემთხვევაში, გათამაშების ახალი ბილეთი არ გადაეცემა. მაგალითად, თუ აბონენტს ბალანსზე აქვს 2 ლარი და მობილურ ბალანსს შეავსებს 8 ლარით, ამ შემთხვევაში გადაეცემა გათამაშების 1 ბილეთი).
სელფის აპლიკაციის (MyCellfe APP) საშუალებით ბალანსის შევსებისას აბონენტს ყოველ შევსებულ 5 ლარზე გადაეცემა 2 ბილეთი. (თუ აბონენტი ერთიანად ჩატვირთავს 5 ლარს - მიიღებს ორ ბილეთს, თუ ჩატვირთავს 7 ლარს – მიიღებს 2 ბილეთს, თუ ჩატვირთავს 10 ლარს – მიიღებს 4 ბილეთს), რომელიც მას რეალურად არ გადაეცემა, მაგრამ ჩავარდება “სელფი”-ს მონაცემთა ბაზაში.
გათამაშების პერიოდში პორტირებული აბონენტი ავტომატურად ჩაერთვება წამახალისებელ გათამაშებაში და საჩუქრად გადაეცემა 5 ბილეთი, რის შემდეგაც ბილეთების დარიცხვა გაგრძელდება ზემოთ აღნიშნული წესით.
შპს „სელფი მობაილი“ უზრუნველყოფს ბილეთის დამამზადებელის მიერ გათამაშების ბილეთების დაბეჭდვას, დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
დაბეჭდილი ბილეთები დაექვემდებარება ინდივიდუალურ აღრიცხვასა და ნუმერაციას. ბილეთებზე განთავსებული იქნება ბილეთის უნიკალური ნომერი, გათამაშების ნებართვის ნომერი და აბონენტის მობილურის ნომერი. ბილეთის ზომიდან გამომდინარე, სხვა ინფორმაცია მოცემული იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში.
წამახალისებელი გათამაშების დამატებითი პირობები
- აბონენტს გათამაშების ბილეთი არ დაერიცხება, თუ მისი ბალანსი შეივსო მომსახურებით Money Transfer, რაც გულისხმობ ერთი აბონენტის ბალანსიდან მეორე აბონენტის ბალანსზე თანხის გადარიცხვას.
- აბონენტს გათამაშების ბილეთი არ დაერიცხება, თუ ბალანსი შეივსო სელფის კრედიტის მეშვეობით.
- კორპორატიულ აბონენტებს გათამაშების ბილეთები არ დაერიცხებათ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მათ კორპორატიულ ბალანსზე თანხის დარიცხვა.
- გათამაშების პერიოდში ფიზიკურ პირ აბონენტს, რომელიც გადავა კორპორატიულ ტარიფზე და პირიქით, დაგროვებული ბილეთები არ ეკარგება.
- გათამაშების პერიოდში სელფის ქსელიდან სხვა ქსელში პორტირებული აბონენტის დაგროვებული ბილეთები უქმდება და შესაბამისად, მისი ნომერი ვეღარ მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას. თუმცა თუკი, პორტირებისათვის საჭირო ვადებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, პორტირებული აბონენტის ნომერი მაინც მოხვდება დოლურაში, ყოველი გათამაშების მიმდინარეობისას გადამოწმდება დოლურიდან ამოღებული ყველა სააბონენტო ნომერი წარმოადგენს თუ არა სელფის სააბონენტო ნომერს, ხოლო თუკი აღმოჩნდება, რომ აბონენტი გათამაშების ჩატარების დროისათვის პორტირებულია სხვა ქსელში, ვერ მიიღებს წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობას.
- ნომრის ცვლილების შემთხვევაში, აბონენტის მიერ დაგროვებული ბილეთები გადადის ამავე აბონენტის მიერ აღებულ ახალ სააბონენტო ნომერზე.
- თუ გათამაშების პერიოდში, აბონენტი მოითხოვს მის მიერ მობილურ ბალანსზე დარიცხული თანხის დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში, აბონენტს დაბრუნებული თანხის პროპორციულად დარიცხული წამახალისებელი გათამაშების ბილეთები გაუუქმდება.
- გათამაშების მთელი პერიოდის განმავლობაში სააბონენტო ნომერზე აკუმულირებული თანხის გატანა დაუშვებელია.
სელფის წამახალისებელი გათამაშების გამართვის წესი
- სელფის გათამაშება გაიმართება და გადაიცემა ტელეკომპანია რუსთავის 2-ისა და შპს “სელფი მობაილ”-ის Facebook გვერდის live-რეჟიმის მეშვეობით. გათამაშება დაიწყება 2025 წლის 27 ოქტომბერს და გაგრძელდება 2025 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით. გათამაშება ჩატარდება ყოველ კვირა დღეს, შემდეგ თარიღებში: 16 ნოემბერს, 23 ნოემბერს, 30 ნოემბერს, 7 დეკემბერს, 14 დეკემბერს და 21 დეკემბერს, დილის 11:00-ზე, ხოლო ფინალური გათამაშება გაიმართება ასევე ტელეკომპანია რუსთავის 2-ისა და შპს “სელფი მობაილ”-ის Facebook გვერდის live-რეჟიმის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში - 2025 წლის 28 დეკემბერს 11:00 საათზე.
- გათამაშების ადგილი: შპს “სელფი მობაილ”-ის ოფისი, მისამართი: თბილისი, მექანიზაციის ქ. N1.
გათამაშების პრინციპი
შპს “სელფი მობაილის” გათამაშება შედგება ერთი ეტაპისაგან, კერძოდ ყოველკვირეული და ფინალური გათამაშებებისგან.
- ყოველკვირეული გათამაშების სატელევიზიო ტრანსლირება მოხდება პირდაპირ ეთერში გათამაშების დაწყებიდან ყოველ კვირას 11:00 საათზე, ტელეკომპანია რუსთავის 2-სა და შპს “სელფი მობაილ”-ის Facebook გვერიდის live-რეჟიმის მეშვეობით.
- ყოველი გათამაშების დღეს, თითოეული კვირის განმავლობაში დაგროვებული ბილეთები დოლურამდე მიტანილ იქნება დალუქულ მდგომარეობაში, შემდეგ გაიხსნება ლუქი და ბილეთები მოთავსდება დოლურაში.
- ყოველკვირეულად გათამაშდება 5 ცალი ფულადი პრიზი, თითეულის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. თითოეული ყოველკვირეული გათამაშების საპრიზო ფონდი შეადგენს 25000 ლარს, ხოლო სულ გათამაშების პერიოდში ჩატარდება 6 ყოველკვირეული გათამაშება რომლის ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 150 000 ლარს, ზემოაღნიშნული თანხები მოცემულია საშემოსავლო გადასახადების გარეშე.
- პირველ ყოველკვირეულ გათამაშებაში მონაწილებას იღებს გათამაშების დაწყებიდან პირველი პარასკევის ჩათვლით 24:00 საათამდე დაგროვებული ბილეთები, ხოლო ყოველ მომდევნო ყოველკვირეულ გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ყველა ბილეთი, დარიცხული წინა შაბათის 00:00 საათიდან მომდევნო პარასკევის ჩათვლით 24:00 საათამდე და ა.შ. ბილეთების მიღება შეწყდება 2025 წლის 24 დეკემბერის 24:00 საათზე.
- გათამაშების წამყვანი წინასწარ გამოაცხადებს გასათამაშებელ პრიზს და დოლურის დატრიალების შემდეგ გამოავლენს გამარჯვებულს წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით.
- ყოველი ყოველკვირეული გათამაშებების დასრულების შემდეგ, დოლურიდან ამოღებული იქნება ყველა ბილეთი და მოთავსდება შპს “სელფი მობაილ”-ის საცავში დალუქულ მდგომარეობაში. საცავი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი უსაფრთხოების ზომებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბილეთების დაკარგვის, დაზიანების ან უკანონო ხელყოფის შესაძლებლობა.
- ყოველკვირეული გათამაშების ყველა ბილეთი ზემოაღნიშნული წესით შეინახება ფინალური გათამაშების დღემდე, რის შემდეგაც ყველა ყოველკვირეული გათამაშების ბილეთი, მათ შორის გამარჯვებული ბილეთებიც, მოთავსება დოლურში და მიიღებს მონაწილეობას ფინალურ გათამაშებაში, წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით
- ფინალური გათამაშების დღეს, თითოეული კვირის განმავლობაში დაგროვებული ბილეთები დოლურამდე მიეწოდება დალუქულ მდგომარეობაში, შემდეგ გაიხსნება ლუქი და ბილეთები მოთავსდება დოლურაში.
- ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდი შეადგენს 200 000 ლარს. ფინალური გათამაშება ჩატარდება 2025 წლის 28 დეკემბერს, 11:00-ზე, ტელეკომპანია რუსთავის 2-სა და შპს “სელფი მობაილ”-ის Facebook გვერიდის live-რეჟიმის მეშვეობით. ფინალურ ეტაპზე გათამაშდება 3 ცალი 10 000 ლარიანი, ერთი ცალი 20 000 ლარიანი, ერთი ცალი 50 000 ლარიანი პრიზი და ასევე ჯეკპოტი, 100 000 ლარის ოდენობით. გათამაშების წამყვანი წინასწარ გამოაცხადებს გასათამაშებელ პრიზს (ზრდადობის პრინციპით) და დოლურის დატრიალების შემდეგ გამოავლენს გამარჯვებულს. ზემოაღნიშნული თანხები მოცემულია საშემოსავლო გადასახადების გარეშე.
- წამახალისებელი გათამაშების მთლიანი საპრიზო ფონდი შეადგენს 350000 ლარს, საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
გამარჯვებულის გამოვლენის წესი
გათამაშების წამყვანი გათამაშების მიმდინარეობისას დოლურიდან შემთხვევითობის პრინციპით ამოიღებს გათამაშების ბილეთს, რომელზეც ეწერება მობილური ტელეფონის ნომერი. საწყის ეტაპზე, მონაცემთა ბაზაში გადამოწმდება ხომ არ არის აბონენტი პორტირებული სხვა ქსელში და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება აბონენტთან დაკავშირება. აბონენტის მობილური ნომრის ბოლო სამ ციფრს წამყვანი არ გამოაჩენს. აბონენტთან დაკავშირების მცდელობების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 3-ით, იმ შემთხვევაში თუ:
- ტელეფონი იქნება გამორთული, ან აბონენტი იქნება მიუწვდომელი;
- თუ აბონენტი არ უპასუხებს ზარს, 7 ხმოვანი ზუმერის განმავლობაში;
- თუ ნომერზე დაფიქსირდა დაკავების მანიშნებელი ზუმერი;
- კავშირის დამყარების შემდეგ, გაწყდა კავშირი;
- თუ არ არის საკმარისი სმენადობა;
- სხვა ტექნიკური ხარვეზი.
ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, 3 მცდელობის შემდეგ, აღნიშნული ბილეთი ვარდება გათამაშებიდან და წამყვანი ავტომატურად იღებს სხვა ბილეთს დოლურიდან.
- აბონენტთან დაკავშირებისას, თუ განხორციელდა ზარის გადამისამართება, ბილეთი იღებს მონაწილეობას გათამაშებაში და მოგებულად ჩაითვლება ის აბონენტი, რომელიც უპასუხებს ზარს.
- თუკი, გამონაკლისის სახით, დოლურიდან ბილეთის ამოღების შემდეგ აღმოჩნდება, რომ სატელელფონო ნომერი პორტირებულია სხვა ქსელში, ბილეთი ეთიშება წამახალისებელ გათამაშებას.
- აბონენტთან დაკავშირების შემდეგ წამყვანი ეკითხება მას სახელს. აბონენტი, თავისი სურვილის შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში ასახელებს თავის სახლსა და გვარს. ამის შემდეგ, მოგებული აბონენტი პირდაპირი ეთერის გარეთ ოპერატორს ატყობინებს თავის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და აბონენტის პირად ნომერს.
- აბონენტის პირადი ნომრის დაზუსტება ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს იმ მომენტისათვის აქვს ამის საშუალება.
- მოგებულად ითვლება ის აბონენტი რომლის მფლობელობაშიც არის დოლურიდან ამოღებული ტელეფონის ნომერი, რომელსაც დაუკავშირდნენ.
- წამახალისებელი გათამაშების პირდაპირ ეთერში მიმდინარეობის განმავლობაში ერთი და იგივე მობილური ტელეფონის ნომრის ორჯერ ამოღების შემთხვევაში, მეორედ ამოღებული ბილეთი ბათილდება.
- ფინალურ გათამაშებაში ბილეთების მოსალოდნელი რაოდენობა იქნება 5 000 000 (ხუთი მილიონი), ნუმერაციით 0000001-დან 5 000 000-ის ჩათვლით.
- წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი გამოქვეყნდება ყოველი გათამაშების ჩატარებიდან 3 კალენდარულ დღეში, მისამართზე: თბილისი აკაკი წერეთლის N118, მე-8 პავილიონი.
- შპს ,,სელფი მობაილ“-ის წამახალისებელ გათამაშებაში, მოგების გაცემა განხორციელდება შპს ,,სელფი მობაილ“-ის ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 118, მე-8 პავილიონი) და აბონენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სიმბარათი - მოგებული ტელეფონის ნომრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგებული აბონენტი პრიზს ვერ მიიღებს. მოგების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება გაიცემა მოგებული ტელეფონის ნომრის სიმბარათისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 კალენდარული დღისა. მოგებული თანხის გაცემა მოხდება გამარჯვებულის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
- გათამაშებაში მონაწილეების პრეტენზიების განხილივის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. განცხადება პრეტენზიაზე შეტანილ უნდა იქნეს შპს ,,სელფი მობაილ“-ის სათაო ოფისში მის: ქ. თბილისი აკაკი წერეთლის გამზირი 118, მე-8 პავილიონი.
- შპს „სელფი მობაილი“ უზრუნველყოფს კომისიის შექმნას წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვის კონტროლისა და შესრულების მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- შპს „სელფი მობაილი“ უზრუნველყოფს, რომ გათამაშების პირობები (რეგლამენტი) იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე „სელფი მობაილის“ მობილური აპლიკაციის საშუალებით, ისე რომ ყველა მონაწილეს თუ სხვა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს მათ.
შპს „სელფი მობაილ“-ის
გენერალური დირექტორი
როსტომ ტალახაძე
_______________________
23.10.2025