ცვლილებები სელფის ინტერნეტ პაკეტებში

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ცვლილებები სელფის ინტერნეტ პაკეტებში

ძვირფასო აბონენტო,

 

გაცნობებთ, რომ 26 თებერვლიდან იცვლება სარგებლობის პირობები სელფის ერთთვიან ინტერნეტ პაკეტებზე:

 

  • ციფრული პროდუქტები და 100GB 20 ₾
  • ციფრული პროდუქტები და 35GB 15 ₾
  • ციფრული პროდუქტები და 15GB 10 ₾
  • ციფრული პროდუქტები და 4GB 6 ₾

 

კერძოდ, უქმდება ახალი აქტივაციის შესაძლებლობა. რაც ნიშნავს, რომ თუ სარგებლობ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პაკეტით, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებ მის გამოყენებას. ვადის გასლისას, ასევე სტანდარტულად იმუშავებს პაკეტის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია.

შეგახსენებთ, რომ ამისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს პაკეტის მოქმედების 30-ე დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა პაკეტის ჩართვა წინა თვეში. 30-ე დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას პაკეტის თავიდან გასააქტიურებლად. თუ აღნიშნული 5 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება პაკეტის დეაქტივაცია, რის შემდეგაც ზემოთ ჩამოთვლილი ინტერნეტ პაკეტების აქტივაცია აღარ იქნება შესაძლებელი.

 

ასევე, 26 თებერვლიდან იცვლება სარგებლობის პირობები სელფის 14 დღიან ინტერნეტ პაკეტზე მუსიკა და 30 GB 9₾.

 

კერძოდ, უქმდება ახალი აქტივაციის შესაძლებლობა. რაც ნიშნავს, რომ თუ სარგებლობ აღნიშნული პაკეტით, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებ მის გამოყენებას. ვადის გასლისას, ასევე სტანდარტულად იმუშავებს პაკეტის ავტომატური გაგრძელების ფუნქცია.

შეგახსენებთ, რომ ამისთვის სისტემას ბალანსზე საკმარისი თანხა საჭიროა დახვდეს პაკეტის მოქმედების მე-14 დღის ზუსტად იმ საათზე, რომელზეც მოხდა პაკეტის ჩართვა წინა თვეში. მე-14 დღეს, ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, სისტემა 3 დღის განმავლობაში დაელოდება მის შევსებას პაკეტის თავიდან გასააქტიურებლად. თუ აღნიშნული 3 დღის მანძილზეც არ შეივსება ბალანსი საკმარისი თანხით, მოხდება პაკეტის დეაქტივაცია, რის შემდეგაც მუსიკა და 30GB-ის აქტივაცია აღარ იქნება შესაძლებელი.

 

9 თებერვლიდან უქმდება აპლიკაციის შეთავაზება ციფრული პროდუქტები და 100 GB 18₾.

 

თუ უკვე სარგებლობ ამ პაკეტით, გააგრძელებ მის გამოყენებას ვადის გასვლამდე. მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ პაკეტი აღარ განახლდება ავტომატურად და მოხდება მისი დეაქტივაცია. მობილური ინტერნეტით სარგებლობისას ტარიფიკაცია გაგრძელდება სხვა ინტერნეტ ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ნომრის ანგარიშზე არსებული თანხიდან, სტანდარტული ფასის მიხედვით: 1 MB - 0.25 ₾.

 

სელფის განახლებულ ინტერნეტ პაკეტებზე ინფორმაცია 26 თებერვალს განთავსდება სელფის კომპანიის ვებგვერდზე და აპლიკაციაში.

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა