5G-ის მოულოდნელი პიონერები

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

5G-ის მოულოდნელი პიონერები

გასული წელი ჩვენთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ქსელის გაძლიერებაზე კონცენტრირებამ მოგვცა შედეგი, რომელიც საფუძვლად დაედო სრულიად ახალ ციფრულ შესაძლებლობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გავხდით პირველი ტელეკომ ოპერატორები, რომელმაც დაიწყო 5G-ის დანერგვა ქართულ ბაზარზე.

 

სტრატეგიული განვითარების ძირითადი ეტაპები:

  • 5G ლიცენზიის მოპოვება: სელფი გახდა პირველი ოპერატორი საქართველოში, რომელმაც 5G-ს დასანერგად საჭირო ლიცენზია შეიძინა, რითაც ტექნოლოგიური პიონერის სტატუსი დაიმკვიდრა.
  • ქსელის უწყვეტი განახლება: ქვეყნის მასშტაბით ასობით საბაზო სადგური მოდერნიზდა, რამაც მონაცემთა გადაცემის სისწრაფე და ხარისხი ფუნდამენტურად შეცვალა. აპრილიდან დღემდე, დავამატეთ 132 ახალი სადგური, 85-ს კი ჩავუტარეთ სრული მოდერნიზება, რამაც ინტერნეტის სიჩქარე უკვე გაზარდა 25%-ით, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით.
  • ციფრული ეკოსისტემა: განახლდა MyCellfie აპლიკაცია, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომ-აპლიკაციაა ბაზარზე, რაც მომხმარებლისთვის სერვისების მართვას უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის. Vodafone-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, აპლიკაციას დაემატა ლოიალობის პლატფორმა, რომელიც პირველია ქართულ ტელეკომ ბაზარზე

 

2025 წლის მთავარი ინდიკატორები:

სწორედ გასულ წელს, ტექნოლოგიურმა ინვესტიციებმა და ქსელის ფუნდამენტურმა მოდერნიზაციამ რეალური, ხელშესახები შედეგები გამოიღო. ჩვენი მიზანი მხოლოდ დაფარვის ზონის გაფართოება არ ყოფილა; ჩვენი მთავარი ფოკუსი მომავლის ინფრასტრუქტურის შექმნას უკავშირდება, რომელიც პასუხობს თანამედროვე ციფრული ეკონომიკის გამოწვევებს.

 

ამ ტრანსფორმაციამ პირდაპირი გავლენა იქონია მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებაზე, რაც ყველაზე უკეთ შემდეგ ინდიკატორებში აისახა:

 

  • ქსელის სიმძლავრის ზრდა: ინტერნეტის სიჩქარე, 25%-ით გაიზარდა, ხოლო ქსელის გამტარუნარიანობა 32%-ით
  • NPS (Net Promoter Score) ზრდა: მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი, წინა წელთან შედარებით, მთელი 15 პუნქტით გაიზარდა და არნახულ დონეს მიაღწია.
  • ყველაზე სწრაფად მზარდი ტელკო საქართველოში: 2025 წელს ავიღეთ ჯილდო Global Banking & Finance-ისგან ნომინაციაში "საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი“

 

ქსელის განახლება არ წყდება არცერთი დღით. ჩვენი მთავარი მიზანია რომ მომხმარებელმა მიიღოს უწყვეტი კავშირი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, ტურისტულ ზონებსა და მაღალმთიან დასახლებებში.

 

სასარგებლო ბმულები:

 

გარე რესურსი:

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა