ვილაპარაკოთ სელფის ქსელში უწყვეტ განახლებებზე!
ქსელის უწყვეტ განახლებებზე ლაპარაკს გენერალური დირექტორიდან ვიწყებთ 🤘
ქსელის განახლება ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში განისაზღვრა მთავარ პრიორიტეტად და ქსელის განვითარებისთვის ჩადებული რესურსები გასამმაგდა. აპრილში, სელფი მობაილს როსტომ ტალახაძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც პირადად ხელმძღვანელობს ამ პროცესს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ქსელში უწყვეტ განახლებებზე ლაპარაკი გენერალური დირექტორიდან დაგვეწყო.

ზუსტად 2 წუთი დაგვჭირდა როსტომის დასათანხმებლად,რომ ეს განაცხადი პირდაპირ ანძიდან გაეკეთებინა! იმ შედეგების გათვალისწინებით, რასაც წელს მივაღწიეთ, ანძაზე ასვლა ალბათ ყველაზე მარტივი იყო. აპრილიდან დღემდე მთელ საქართველოში ახალი 132 სადგური დავამატეთ, 85-ს კი სრული მოდერნიზაცია გავუკეთეთ, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ინტერნეტ სიჩქარე 25%-ით გაგვეზარდა, ქსელის გამტარუნარიანობა კი 32%-ით გავზარდეთ.

ეს შედეგები, სელფის თითოეული თანამშრომლის თავდადებისა და საკუთარი საქმისადმი ერთგულების დამსახურებაა, განასაკუთრებული წვლილი ქსელის უწყვეტ განახლებებში კი იმ ადამიანებს ეკუთვნით, ვინც უწყვეტად მუშაობენ და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ცხენებით ზღვის დონიდან 2800 მეტრზე საბაზომდე გზა გაიკვალონ, დიდთოვლობისას კაბელის დაზიანების გამო, ზურგზე მოკიდებული ტექნიკით დაზიანების ადგილას ავიდნენ და იმისათვის რომ პირველებს გვქონდეს მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო, კვირების განმავლობაში ათეულობით კილომეტრი ფეხით გაიარონ.
ქსელის უწყვეტი განახლებების პარალელურად 2025 წელს:
● გავხდით ასევე Vodafone Group-ის პარტნიორები, რომელიც აერთიანებს 300 მილიონ მომხმარებელს ევროპასა და აფრიკაში. მათი გამოცდილების გამოყენებით, დავნერგეთ პირველი ლოლიალობის პლატფორმა ტელკო ინდუსტრიაში
● დავიწყეთ პარტნიორობა Airalo-სთან, რაც შესაძლებლობას აძლევს ტურისტებს მარტივად გამოიყენონ სელფის ქსელი, რეგისტრაციის გარეშე
● წამოვიწყეთ, 2G ტელეფონების ჩანაცვლების პროგრამა, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 70,000 მომხამრებელი მიიღებს სულ ახალ ტელეფონს და შეძლებს მობილური ინტერნეტით სარგელბობას
● დავამატეთ Travel eSIM, რომელიც სულ რამდენიმე დაწკაპუნებაში ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს იყოს კავშირზე საზღვარგარეთ ყოფნისას და ისარგებლოს სანდო მობილური ინტერნეტით
შედეგებმაც არ დააყოვნა! მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი, წინა წელთან შედარებით, მთელი 15 პუნქტით გაიზარდა და არნახულ დონეს მიაღწია.
შთამბეჭდავი შედეგების კვალდაკვალ, შემოდგომაზე სელფიმ საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ ოპერატორის ჯილდოც დაიმსახურა.
თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია!
წელი ჯერ არ დასრულებულა და წინ კიდევ უამრავი გამოწვევა გვაქვს. ვაპირებთ რომ სელფი მომხმარებლების საყვარელ ბრენდად ვაქციოთ, რისთვისაც უწყვეტი განახლებები გვექნება როგორც ქსელში, ასევე პროდუქტების მიმართულებით, რომელზეც აუცილებლად კიდევ ვილაპრაკებთ…