ყველაზე სწრაფად მზარდი ტელკო რეგიონში

A
A A A
დაბრუნება საიტის საწყის ფორმატზე

ყველაზე სწრაფად მზარდი ტელკო რეგიონში

ტექნოლოგიური რევოლუცია: 5G-ის პიონერობა

წლების განმავლობაში, მომხმარებელთა ნეგატიური განწყობის მთავარი მიზეზი ქსელის ხარისხი იყო. ჩვენ ამ გამოწვევას 5G ტექნოლოგიის დანერგვით ვუპასუხეთ. საქართველოში პირველებმა მოვიპოვეთ ლიცენზია და დავიწყეთ მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვა.

 

პარალელურად, კიდევ უფრო გავაღრმავეთ თანამშრომლობა გლობალურ გიგანტებთან. Nokia-სთან პარტნიორობით განვახორციელეთ მასშტაბური ინვესტიციები ინფრასტრუქტურის სრულ მოდერნიზაციაში, რამაც საშუალება მოგვცა, მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტის ტექნოლოგიური ხარისხი შეგვეთავაზებინა. Vodafone-თან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კი ბაზარზე პირველი მასშტაბური ლოიალობის პლატფორმა შევქმენით. ამით ტელეკომის გლობალური ლიდერების გამოცდილება ქართულ რეალობაში გადმოვიტანეთ და ბენეფიტების სრულიად ახალი სტანდარტი დავამკვიდრეთ.

 

ლოკალური მფლობელობა და სტრატეგიული დამოუკიდებლობა

2022 წელს CBS Group-მა „სელფი მობილის“ (Cellfie Mobile) 100% შეისყიდა. ამ ტრანზაქციის შედეგად, კომპანია სრულად ქართულ მფლობელობაში გადავიდა, რამაც შესაძლებელი გახადა:

  • სწრაფი გადაწყვეტილებები: ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე ინვესტირება იმ მიმართულებებში, რაც ადგილობრივ მომხმარებელს სჭირდება.
  • ადგილობრივი ფოკუსი: პროდუქტების მორგება უშუალოდ საქართველოს ბაზრის სპეციფიკაზე.

 

მომხმარებელზე ორიენტირებული ციფრული ეკოსისტემა

ბაზარზე ჩვენი პოზიციონირება ყოველთვის ეფუძნებოდა ერთ მთავარ პრინციპს - ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი მიზანი  იყო, შეგვექმნა მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გარემო აბონენტებისთვის, რასაც ორი კონკრეტული მიმართულებით მივაღწიეთ:

  • სუპერ-აპლიკაცია: შევქმენით პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს აძლევს სრულ კონტროლს სერვისებზე. ჩვენთან არ არსებობს ბიუროკრატია და ფიზიკურ ოფისებში ვიზიტის აუცილებლობა - ყველაფერი ხელმისაწვდომია სმარტფონიდან.
  • გამჭვირვალობა: დავნერგეთ მარტივი და გასაგები ტარიფები. ჩვენი პრიორიტეტი იყო „ფარული ხარჯების“ შიშის გაქრობა და მომხმარებელთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

 

ქსელის უწყვეტი განახლებების პარალელურად, 2025 წელს:

  • გავხდით ასევე Vodafone Group-ის პარტნიორები, რომელიც აერთიანებს 300 მილიონ მომხმარებელს ევროპასა და აფრიკაში. მათი გამოცდილების გამოყენებით, დავნერგეთ პირველი ლოლიალობის პლატფორმა ტელკო ინდუსტრიაში
  • დავიწყეთ პარტნიორობა Airalo-სთან, რაც შესაძლებლობას აძლევს ტურისტებს მარტივად გამოიყენონ სელფის ქსელი, რეგისტრაციის გარეშე
  • წამოვიწყეთ, 2G ტელეფონების ჩანაცვლების პროგრამა, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 70,000 მომხამრებელი მიიღებს სულ ახალ ტელეფონს და შეძლებს მობილური ინტერნეტით სარგელბობას
  • დავამატეთ Travel eSIM, რომელიც სულ რამდენიმე დაწკაპუნებაში ნებისმიერი ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს იყოს კავშირზე საზღვარგარეთ ყოფნისას და ისარგებლოს სანდო მობილური ინტერნეტით



შედეგებმაც არ დააყოვნა! მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი, წინა წელთან შედარებით, მთელი 15 პუნქტით გაიზარდა და არნახულ დონეს მიაღწია. 

 

შთამბეჭდავი შედეგების კვალდაკვალ, შემოდგომაზე სელფიმ საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომ ოპერატორის ჯილდოც დაიმსახურა. ეს ჯილდო არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია მიზანმიმართულ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიურ სიმამაცეს ბაზრის სურათის სრული შეცვლა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ე.წ. „ანდერდოგის“ სტატუსი ჩვენთვის განაჩენი კი არა, საუკეთესო სასტარტო პოზიციაა დიდი ნახტომისთვის.

 

 

სასარგებლო ბმულები:

  • გაეცანით სელფის სიახლეებს ვებგვერდზე.
  • Cellfie-ის 100%-იანი წილი ქართულმა კომპანია CBS ჯგუფმა შეიძინა

გარე რესურსი:

ისარგებლე ჩვენი აპლიკაციით
და აღმოაჩინე სპეციალური შეთავაზებები
MyCellfie აპლიკაციის გადმოწერა